LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

167
მიხეილ ცაგარელი

ღამის 01:00 საათიდან დილის 11:30 საათამდე, ნარჩუნდება მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი. ამ დროს ყურადღება საგრძნობლად დუნდება, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. მძღოლებსა და ქვეითებს დილის საათებში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

დღის რეკომენდაცია – წარმატების მისაღწევად დღეს საჭიროა ძლიერი ნებისყოფის გამოვლენა და გონებასა და ემოციებს შორის ჰარმონიული წონასწორობის პოვნა. მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტებს. ნუ აჰყვებით ფანტაზიებს, დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს. კარგი იქნება, თუ დაუგდებთ ყურს უფროსი თაობის ქალბატონების, განსაკუთრებით კი დედის რჩევებს. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ქალბატონები უფრო პრაგმატულად აზროვნებენ, ვიდრე მამაკაცები.

დღე ხელსაყრელია საოჯახო და სარემონტო-სამღებრო სამუშაოებისათვის, ელექტროტექნიკის, გაზისა და კომპიუტერული მოწყობილობების შესაძენად. პოზიტიური პერიოდია მეგობრული კონტაქტებისათვის, სახლის მშენებლობისთვის, საცხოვრებელი ადგილის (ბინის) შეცვლისა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის. ხელსაყრელი დროა ნოვატორული საქმეების წამოსაწყებად. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები მალე ახდება.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში დღეს მაღალია ახალი ნაცნობობისა და ხანმოკლე მოგზაურობის ალბათობა. ეცადეთ, მეტი დრო მშვიდ საოჯახო გარემოში გაატაროთ.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ფეხის კუნთების ზონა და ვენები. მოერიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობა და სუნთქვითი ვარჯიშები.

დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ: საფირონი, აკვამარინი, ცირკონი და ლაბრადორი. ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ვერცხლისფერ, წითელ, ყვითელ, ვარდისფერ და ცისფერ ტონებს, ეს ფერები ხაზს გაუსვამს თქვენს შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ვერძის და ტყუპების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია თხის რქას და თევზებისთვის. მათ მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები