LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 სექტემბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით „შემოდგომის თბილისი“ გაიმართება

109
შემოდგომის-თბილისი

„შემოდგომის თბილისი“ გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს. სულ 12 კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები, მათ შორის: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ლა სკალას კამერული ორკესტრი, საქართველოს კამერული ორკესტრი ,,საქართველოს სინფონიეტა“, გია ყანჩელის სახელობის ,,თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი“, ტონი მომრელი და ბენდი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, გორის  და თბილისის ქალთა გუნდები,  ფოლკლორული ანსამბლები ,,რუსთავი“, ,,ბასიანი“ და ,,შავნაბადა“, დირიჟორები: ვახტანგ კახიძე, გაბორ ჰოლერუნგი და მირიან ხუხუნაიშვილი. ფესტივალის ფარგლებში, 23 ოქტომბერს,  ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 წელს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულისჩამდგმელია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე. ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრების, განსაკუთრებით კი – სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას. ფესტივალზე მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნოს პროფესიული მუსიკის სფეროში მოღვაწე, გამოჩენილი მუსიკოსები.

ფესტივალის პარტნიორები:

ქალაქ თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში,სასტუმრო ,,სითი ავენიუ“და რესტორანი „მუხამბაზი“

საინფორმაციო მხარდაჭერა:

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა“

კონცერტების დასაწყისი 19:30სთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g