LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 წელი ბესლანის სულისშემძვრელი ტრაგედიიდან,რომელსაც 133 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,მათ შორის 186 ბავშვი იყო

1541
23894949449

ბესლანის ტერაქტიდან 16 წელი გავიდა. 2004 წლის 1-ელ სექტემბერს ტერორისტებმა  ჩრდილოეთ ოსეთის  ქალაქ ბესლანის N1 სკოლა დაიკავეს და 1128 მძევალი აიყვანეს.

თითქმის სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს მძევლები  სკოლის დანაღმულ შენობაში  ჰყავდათ ,მათ შორის სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის პერსონალი იმყოფებოდა.

რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა სკოლის აღება სცადეს, რომლის შედეგად წამოწყებული შტურმით 350 მძევალი დაიღუპა. მოკლულთა ნახევარი სკოლის მოსწავლე იყო. მოკლეს 31 ტერორისტი, ერთი კი ცოცხლად აიყვანეს.

საბოლოო ჯამში, რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტერაქტის შედეგად 333 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 186 ბავშვი, 783 ადამიანი – დაიჭრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები