LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16-წლიანი პაუზის შემდეგ, The Cure ახალ სინგლს გამოუშვებს

124
page

ბრიტანული როკ-ჯგუფი, The Cure 16-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ახალ სიმღერას Alone გამოუშვებს. კომპოზიციის პრემიერა ხვალ, 26 სექტემბერს შედგება. ასევე ცნობილი ხდება, რომ ნოემბერში კოლექტივი ალბომის, Songs of a Lost World გავრცელებასაც გეგმავს.

ცნობისთვის, The Cure-ის ბოლო ალბომი, 4:13 Dream 2008 წელს გამოვიდა.

შეგახსენებთ, ინგლისური როკ-ჯგუფი 1976 წელს ჩამოყალიბდა. მისი შემადგენლობა მრავალჯერ შეიცვალა, თუმცა სიმღერების ავტორად და იდეოლოგად კვლავ რობერტ სმითი რჩება. ჯგუფის მუსიკა „პოსტ-პანკის“, „ახალი ტალღის“, „ალტერნატიული როკისა“ და „გოთიკური როკის“ ელემენტებს მოიცავს.

პრემიერა: Gorillaz-მა და The Cure-ის ფრონტმენმა, რობერტ სმიტმა ერთობლივი კომპოზიცია გაავრცელეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები