LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ სმიტის ტრიუმფალური დაბრუნება სცენაზე – Unibet Arena-მ The Cure გრანდიოზულ შოუს უმასპინძლა

116
Untitled design (6)

ესტონეთის დედაქალაქში ალტერნატიული მუსიკის მთავარი მოვლენა შედგა. ტალინის Unibet Arena-ზე საკულტო ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა – The Cure მასშტაბური შოუ გამართა – ფენომენი, რომელმაც ოთხ ათწლეულზე მეტია ალტერნატიული მუსიკის ესთეტიკა განსაზღვრა.

The Cure 70-იანი წლების ბოლოს შეიქმნა, რის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა პოსტ-პანკის, ნიუ-ვეივისა და ატმოსფერული გოთიკური როკის სრულიად უნიკალური ჟღერადობის შექმნას. ჯგუფის ნოვატორულმა ხელწერამ განაპირობა თანამედროვე ინდი, დრიმ-პოპ და ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობები.

ბენდის შეუცვლელი სოლისტი, ფრონტმენი და იდეოლოგი – რობერტ სმიტი – თავისი ექსცენტრიკული იმიჯით, შეუდარებელი ვოკალური ტემბრითა და კომპოზიტორული გენიით, ალტერნატიული კულტურის ნამდვილი ხატი და ეპოქალური ფიგურაა.

კოლექტივის ბოლო მასშტაბური ტურნედან – Shows of a Lost World – 3 წელი გავიდა, რამაც სცენაზე მისი გამოჩენის მოლოდინი კიდევ უფრო მეტად გაზარდა.

Unibet Arena-ზე გამართულ გრანდიოზულ შოუზე, The Cure-მა საკულტო ჰიტებთან ერთად თავისი ბოლო პერიოდის კომპოზიციებიც წარადგინა. მაღალი ხარისხის ხმამ, აკუსტიკამ და ვიზუალურმა კონცეფციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მათ მნიშვნელობას და შეუცვლელ ადგილს თანამედროვე მუსიკის ისტორიაში.

9 აგვისტოს, ტალინში გამართულ კონცეტს „რადიო ფორტუნას“ წამყვანი, მანჩო ქარსელაძე დაესწრო.
იხილეთ Unibet Arena-დან მოწოდებული ექსკლუზიური ვიდეომასალა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები