მალაიზიაში თინეიჯერი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ბიჭს ყურებიდან სისხლი სდიოდა. აღმოჩნდა, რომ მოზარდი ტელეფონს ტენიდა და თან ყურსასმენით მუსიკას უსმენდა, რა დროსაც ყურსასმენებიდან ბიჭს დენმა დაარტყა. მოჰდ აიდი აზარ ზაჰრინი სახლში გარდაცვლილი დედამ იპოვა. შემთხვევა მალაიზიის ქალაქ რემბაუში მოხდა. ინფორმაციას New Strait Times ავრცელებს.
მედიკოსებმა ბიჭის ცხედარზე სხვა სახის დაზიანებები ვერ აღმოაჩინეს, თუმცა მათ შეამჩნიეს დამწვარი მარცხენა ყური. გაკვეთის შემდეგ დადგინდა, რომ სიკვდილის გამომწვევი მიზეზი დენის დატყმა იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ როდესაც მოჰდის ძმამ ცხედარს ყურსასმენები მოხსნა, სადენებს დენი იმ მომენტშიც გადაჰქონდა.
წელს მოჰდის მსგავსად ყურსასმენებით გადატანილი დენის დატყმის შედეგად კიდევ 4 მოზარდი დაიღუპა. ამის მსგავსად სამართალდამცავებმა თებერვალში იპოვეს 17 წლის სტუდენტის, ლუიზა ფინჰეიროს ცხედარიც საკუთარი სახლის იატაკზე. ლუიზას შემთხვევაშიც გაკვეთის შედეგად სიკვდილის გამომწვევ მიზეზად დენის დარტყმა დასახელდა.
„გოგონას ბებიამ ექიმს უთხრა, რომ შვილიშვილი გონებადაკარგული ნახა სახლში, იატაკზე, ყურში ყურსასმენებით. ლუიზა მუსიკას იმ მომენტში უსმენდა, როცა ტელეფონს ტენიდა. შემთხვევის შედეგად ტელეფონი დამდნარ მდგომარეობაში იყო,“ – ამბობს ადგილობრივ მედიასთან გარდაცვლილის მეზობელი.
გამომძიებლები ადასტურებენ, რომ მობილურის დამტენი შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და ფატალური შედეგებიც სწორედ ამ გარემოების გამომწვევი გახდა.