იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის საველე აღწერითი სამუშაოები დაასრულა.
საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა სრულად აღწერეს შავი ზღვის სანაპირო ზოლის ტურისტულად ისეთი აქტიური არეალები, როგორიცაა ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სარფი, გონიო, კვარიათი, ჩაქვი, ბუკნარი, ციხისძირი, შეკვეთილი, ურეკი, გრიგოლეთი, მალთაყვა და ანაკლია.
სამუშაოების შედეგად, სრულად აღწერილია 158 კვადრატული კილომეტრი ფართობი, შეიქმნა საზოგადოებრივი მნიშვნელობის გეოგრაფიული მონაცემების ბაზა, რომელშიც 16000-მდე ობიექტია შეტანილი.
მათ შორის კვების და განთავსების 2479 ობიექტი, განათლების და ჯანდაცვის 710 ობიექტი, 245 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია, 685 საფინანსო დაწესებულება (ბანკები, ბანკომატები, მიკრსაფინანსო ორგანიზაციები), 2966 სავაჭრო ობიექტი, 1173 ობიექტი მომსახურებისა და ტურიზმის სფეროდან, კულტურის, დასვენებისა და გართობის 558 ობიექტი, 266 სპორტული მოედანი და სტადიონი, სატრანსპორტო სფეროს 911 ობიექტი, 5679 საგზაო ნიშანი და სხვ.