2013 წლის 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მამა იოთამი, იგივე ირაკლი ბასილაია და მასთან ერთად ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, განაჩენი მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დღეს გამოაცხადა.
17 მაისის აქციაზე მანიფესტაციის ხელის შეშლის ბრალდებით თავდაპირველად ხუთი პირი მისცეს პასუხისგებაში, შემდეგ ერთ-ერთ სასულიერო პირზე, მამა ანთიმოზზე სამართალწარმოება შეწყდა. სასამართლო ოთხი პირის ბრალდების საქმეს განიხილავდა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ოთხივე ბრალდებული სრულად გაამართლა, მუხლი კი, რომლითაც 17 მაისის საქმეზე ბრალდებულებს ედავებოდნენ, ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადის პატიმრობას ითვალისწინებს.