LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა [ვიდეო]

168

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ სიტუაცია დაიძაბა. აქციის მონაწილეები პოლიციის წარმომადგენლებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. თავად სამართალდამცავები არ აკონკრეტებენ, რა გახდა აქციის მონაწილეების გაყვანის მიზეზი.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი პირი ჰყავს პოლიციას ტერიტორიიდან გაყვანილი.

ამასთან, ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირეზე მივიდა მამა ელიზბარი, რომლიც განცხადებითაც, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ლგბტ აქციებს აფინანსებენ, უნდა დაისაჯონ.

“რაც შეეხება აქციას, რუსთაველი დღეს მართმადიდებლებს მორწნუნეებს ეკუთვნით და სხვა არავის,” – განაცხადა სასულიერო პირმა.

 

 

„მამათმავლების მეგობარი მინისტრი,“ –  ასე მოიხსენიეს შსს მინისტრი, გიორგი გახარია „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა. აქციის მობაწილეები მოითხოვენ, გახარიამ ქართულ მარშს აქტივისტების დაკავებისთვის ბოდიში მოიხადოს. აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე კანცელარიისკენ გადანაცვლებას არ გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები