LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საბჭო 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის გაუქმებას ეხმაურება

189

ევროპის საბჭო 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის გაუქმებას განცხადებით ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციაზე, როგორც საქართველოში, ისე ევროპის ნაწილში.

“ლგბტ თემის უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილის გამო შეწყდა. ლგბტ პირებს უნდა ჰქონდეთ იმავე უფლებებით სარგებლობის საშუალება, რითაც სარგებლობენ სხვები. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ლგბტ პირებს, შეეძლოთ საკუთარი უფლების განხორციელება, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან დემონსტრაციებში და ამასთანავე, დაცული იყვნენ ძალადობისგან.

ჩვენ შეშფოთებული ვართ ლგბტ პირების მიმართ დისკრიმინაციით, როგორც საქართველოში, ისე ევროპის დიდ ნაწილში,” – ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა 17 მაისს დაანონსებული აქციის გაუქმების გადაწყვეტილება ერთი დღით ადრე მიიღეს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეების ნაწილი, სოლიდარობის ნიშნად გუშინ მაინც შეიკრიბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები