LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

92

17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მანიფესტაცია იგეგმება. აქცია სახელწოდებით – “ერთად თანასწორობისთვის”, ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში უკვე დააანონსეს. 

“2018 წლის 17 მაისს, ჩვენ, ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ვიკრიბებით იმისთვის, რომ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები; მკაფიოდ ვუთხრათ ხელისუფლებას, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსა თუ დაჯგუფებებს, რომ ფუჭია საზოგადოებაში შუღლის გაღვივების ყველანაირი მცდელობა, ხოლო მათ, ვინც საკუთარი ვიწრო ინტერესების გამო სამარცხვინო სამოქალაქო მტრობას თესავს, ისტორია და თავად საზოგადოება მოსთხოვს საკადრის პასუხს.

2018 წლის 17 მაისს ვიკრიბებით იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკაფიოდ და გარკვევით ვუთხრათ: 90-იანი წლებიდან დღემდე, სიძულვილსა და უთანასწორობას ვუყურებთ უკლებლივ ყველა ჩვენგანი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მის მომაკვდინებელ შედეგებსაც უკლებლივ ყველა ჩვენგანი ვიმკით. სიძულვილით უკვე არაერთხელ ვცადეთ და ბუნებრივია, არაფერი გამოგვივიდა, ნგრევის გარდა. ღრმად გვწამს, რომ ახლა დროა, სოლიდარობით, ერთობლივი შრომითა და ურთიერთპატივისცემით დავიწყოთ საზოგადოებრივი თანაცხოვრება. გავიხსენოთ და ამით დავივიწყოთ ის, რაც 2013 წლის 17 მაისს მოხდა!”-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g