LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 წლამდელებმა რუსეთთან წააგეს და ევროპაზე გასვლის შანსი დაკარგეს

82

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ელიტ რაუნდის მეორე ტურის შეხვედრაში რუსეთთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

”მიხეილ მესხის” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი გრულოვმა თავურით “ცხრიანში” გადაგზავნა და გუშეშაშვილს შანსი არ დაუტოვა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრემა რამდენიმე რეალური სახიფათო მომენტი შექმნა, ზოგ შემთხვევაში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს სიზუსტემ უმტყუნა, ზოგში კი რუსების მეკარე იყო მოწოდების იმაღლეზე.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ, გოლის გატანა ვერ შეძლეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი დაკარგეს.

შეგახსენებთ, პირველი ტურის შეხვედრაში მაისურაძის გუნდი ბოსნიასთან დამარცხდა (1:2). საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 0 ქულით ჯგუფის აუტსაიდერია.

დასკვნით, მესამე ტურში, 20 მარტს, ქართველები იტალიას შეხვდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლუკა გუგეშაშვილი, დავით კიკალიშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, სანდრო შეწირული, ბექა ქავთარაძე (ლაშა ოზბეთელაშვილი 63), გიორგი ივანიაძე (ნუგზარ სპანდერაშვილი 55), გიორგი ჩაკვეტაძე, ზურა დავითაშვილი

 

დღის მეორე მატჩში ბოსნიამ იტალია 1:0 დაამარცხა და ახლა 6 ქულიტ პირველ ადგილზეა. 3-3 ქულა აქვთ რუსეთს და იტალიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g