LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 ყველაზე გავლენიანი ქალაქიდან 4 ევროპაში მდებარეობს

71

17 ყველაზე გავლენიანი ქალაქიდან 4 ევროპაში მდებარეობს. ლონდონი, პარიზი, ამსტერდამი და მადრიდი – გამოცემამ „The Business of Cities” მსოფლიოს ლიდერ ქალაქთა სიაში მოახვედრა. „დიდ შვიდეულში“ ის ქალაქები მოხვდნენ, სადაც ბიზნეს სფერო საუკეთესოდაა განვითარებული და პრობლემას არც ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა ოდენობა წარმოადგენს. რეიტინგში ასევე ნიუ-იორკი, სინგაპური, ტოკიო, ჰონგ-კონგი და სეულიც მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად კლასიფიკაცია სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა და იმ ქალაქების სიაში, რომელთაც მსოფლიო მოვლენებზე ყველაზე დიდი გავლენა აქვთ – ბარსელონა, ბრიუსელი და ვენა მოხვდნენ. ინოვატორთა შორის კი სტოკჰოლმი, ბერლინი, მიუნხენი, დუბლინი და მილანი ლიდერობენ.

ლონდონი

პარიზი

ამსტერდამი

მადრიდი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები