LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„17:00 საათზე ვიწყებთ შეკრებას ზღვის კლუბის შესასვლელთან – გვჭირდება ნათურები.. გთხოვთ ნუ იქნებით გულგრილები“ – 22 წლის ლუკა ლაცაბიძის მეგობრები საზოგადოებას მიმართავენ

311
ლუკა ლაცაბიძე

„ბოლო ინფორმაციით, რომელიც ლუკა ლაცაბიძის დედამ მოგვაწოდა, დადასტურდა რომ პარასკევს ღამის სამ საათზე ლუკა თბილისის ზღვაზე ავიდა“, – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, კერძოდ კი, მოგზაურთა კლუბის გვერდზე ვრცელდება.

მოქალაქე თიკო ჩაფიძე საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს და წერს:

„2 დღეა არ ჩანს” - თბილისში 21 წლის ბიჭს ეძებენ

„2 დღეა არ ჩანს” - თბილისში 21 წლის ბიჭს ეძებენ

„17:00 საათზე ვიწყებთ შეკრებას თბილისის ზღვის კლუბის შესასვლელთან და პოლიციის გვერდით ლუკას ძებნას. მთელი ღამე მანდ ვრჩებით. გვჭირდება ნათურები.

დიდი შანსია რომ ლუკა მანდ არის და ახლა ყოველი წამია გადამწყვეტი!

ყველას გთხოვთ ნუ იქნებით გულგრილები და დაგვეხმარეთ 22 წლის ლუკას პოვნაში! ლუკას ოჯახი და მეგობრები“. – წერს თიკო ჩაფიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები