LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხარე ცრემლით ვტირი და სულ მგონია რომ მოხვალ, დამირეკავ…მუდამ ჩემს გულში იქნები” – ლუკა ლაცაბიძის ნათესავი

428
BeFunky-collage - 2023-07-19T002553.538

ცხარე ცრემლით ვტირი და სულ მგონია რომ მოხვალ, დამირეკავ…მუდამ ჩემს გულში იქნები, – დაღუპული 21 წლის ლუკა ლაცაბიძის დეიდაშვილი სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ, ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ლუკაჩო ვერ ვიჯერებ შენს ამბავს…21წლის ასაკში დაასრულე სიცოცხლე…ცხარე ცრემლით ვტირი.
ნათელი და სანთელი არ მოჰკლებოდეს შენს სპეტაკ სულს. უზომოდ მიყვარხარ. ჩემი დიდი იმედი იყავი ცხოვრებაში, ოჯახის წევრი, დეიდაშვილზე მეტი, ძმა, გულიანი და ყველაზე კეთილი ადამიანი.

ყველასთვის კარგი რომ გემეტებოდა და სიკეთეს აფრქვევდი ირგვლივ. მხიარული, ხალისიანი, ანგელოზივით ბავშვი…სულ ცდილობდი გაგეხარებინე. აი არ ვიცი, ვერ ვიჯერებ. სულ მგონია რომ მოხვალ, დამირეკავ…
მუდამ ჩემს გულში იქნები ჩემო პატარა”, – ვკითხულობთ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ლუკა ლაცაბიძის ცხედარი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაზე იპოვეს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები