LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

179 235 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

113
სესხი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებს მიმოიხილავს.

2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179 235 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. რეფინანსირების განაკვეთის 8%-მდე შემცირების შედეგად კი მსესხებლებს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდებათ.

179 235 ხელშეკრულებიდან უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%).

დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული – 6.4 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ ლარს, ხოლო სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ ლარს შეადგენს.

წლიურად ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+27%), იპოთეკური სესხების და ბიზნეს სესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა.

2024 წლის 1 აპრილის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული  სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 14.7% შეადგინა, რაც, დაახლოებით, 1.2%-ით ნაკლებია 2023 წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (15.9%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები