ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ასე ნაწილდება:
- აჭარა – 126
- იმერეთი – 16
- თბილისი – 15
- სამეგრელო – ზემო სვანეთი 7
- მცხეთა-მთიანეთი 7
- გურია 4
- კახეთი 4
ინფექციონისტის განცხადებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და მთლინობაში მათმა რაოდენობამ 1422-ს მიაღწია. დღევანდელი მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ-ცენტრებში 1488 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 9 კრიტიკულად მძიმეა, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა 60-დან 70-მდე მერყეობს.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 32 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, მათგან 5 პაციენტი მძიმედაა, ხოლო დანარჩენის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.