LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 იანვარს დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეოროიდი მოუახლოვდება

1882
1

დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი უახლოვდება.

NASA-ს პროგნოზი დამაიმედებელია – ასტეროიდი სახელწოდებით “7482” დედამიწას არ შეეჯახება, თუმცა თუ მომავალი 2 საუკუნის პროგნოზებსაც გავითვალისწინებთ – მომდევნო 200 წლის განმავლობაში, ეს იქნება ასტეროიდი, რომელიც დედამიწას ყველაზე ახლოს ჩაუვლის.

ასტეროიდი დედამიწას 18 იანვარს მოუახლოვდება.

“ასტეროიდი, რომელიც საათში 47, 344 მილის სიჩქარით მოძრაობს, გაივლის ჩვენი პლანეტიდან 1,2 მილიონი მილის მანძილზე.

მოახლოებული ასტეროიდი ცნობილია როგორც 7482 (1994 PC1) და ის აღმოაჩინეს 1994 წელს”, – აცხადებენ ნასას დედამიწის ახლომდებარე ობიექტების კვლევის ცენტრში, რომელიც თვალს ადევნებს პოტენციურად საშიშ კომეტებსა და ასტეროიდებს, რომლებსაც ჩვენს პლანეტასთან შეჯახება შეუძლიათ.

არავინ ელის, რომ “7482” დედამიწას შეეჯახება, მაგრამ ნასას პროგნოზების მიხედვით, ეს არის ასტეროიდი, რომელიც მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში დედამიწასთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდება.

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს პროგნოზის მიხედვით, ასტეროიდი “7482” დედამიწას 18 იანვარს, თბილისის დროით 01:51 საათზე ჩაუვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g