როგორც მოსალოდნელი იყო, ბილი აილიშის გამოსვლა “ოსკარზე” მართლაც გახდა წლევანდელი დაჯილდოვების დასამახსოვრებელი ნაწილი. 18 წლის “გრემის” ტრიუმფატორმა მომღერალმა სცენაზე “ბითლზის” ლეგენდარული ჰიტი Yesterday შეასრულა.
ბილი აილიშის გამოსვლა დოლბის კინოათეატრის სცენაზე მას შემდეგ გადაწყდა, რაც მუსიკოსმა 5 “გრემის” მოპოვება შეძლო. ამ დრომდე უცნობი იყო, რა სიმღერით წარსდგებოდა აილიში მაყურებლის წინაშე.