LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1858 წლით დათარიღებული ქართული მხედრული შრიფტი ვენეციაში დაიბეჭდა

542
72582231-3178337692183686-3262627895876517888-n

ქართული წიგნების ბეჭდვა მე-19 საუკუნეში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდა. საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება მრავალი ნიმუში და მათ შორის არის 1859 წელს ვენეციაში დაბეჭდილი წიგნები, სადაც ქართული მხედრული შრიფტი გამოიყენეს.

აღნიშნულ პერიოდში წიგნების ბეჭდვა მიმდინარეობდა წმინდა ლაზარეს მონასტერში, სადაც  ბეჭდვა-გამოცემის საქმეს აბატი პეტრე ხარისჭირაშვილი და წმიდა ლაზარეს მონასტრის ქართველი კათოლიკე ბერები ეწეოდნენ.

გარდა ვენეციისა, პეტრემ 1859 წელს, ვატიკანისგან უფლების მოპოვების შემდეგ, სტამბოლში შექმნა კონგრეგაცია. 1861 წელს კი ქართველ კათოლიკეთა სტამბოლის სავანე დააარსა.

 

აბატმა პეტრემ სტამბოლში მოღვაწეობისას გამოსცა წიგნები: “გეოგრაფია”, “გზა ცხოვრებისა”, “გვირგვინწამებულთა”, “ყვავილის კონა ყრმათა”, “წინამძღვართ ზეცისა”, “მოკლე რიტორიკა”, “მოკლე ფილოსოფია”, “სიბრძნე კაცობრივი”, “მოკლე ქართული ღრამატიკა”, “საქრისტიანო მოძღვრება”. მან, ასევე, ლათინურიდან თარგმნა „იგავნი იეზებოს ფილოსოფოზისანი”.

აბატი პეტრე ხარისჭირაშვილზე 1895 წელს წერდა ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარ-პოპულარიზატორი ზაქარია ჭიჭინაძე.

კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში დაცული 11 ქართული ხელნაწერი საქართველოში გამოიფინება

კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში დაცული 11 ქართული ხელნაწერი საქართველოში გამოიფინება,- ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სოციალურ ქსელში წერს. “2018 წლის დასაწყისში სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით და მათავარი მოქმედი პირის საქართველოს ეროვნული არქივის მონაწილეობით დაიწყო უმნიშვნელივანესი პროექტი, რომელიც გულისხმობს, კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში დაცული, თავადი ჩარტორისკის ბიბლიოთეკაში მყოფი 11 ქართული ხელნაწერის კონსერვაცია/რესტავრაციას და […]

„რამდენიმე ხნის შემდეგ, პაპმა და მისმა კარდინალებმა ლოცვა-კურთხევა და დახმარება მისცეს, დაჰპირდნენ ყოველ შემწეობის აღმოჩენას, ოღონდ შენ კი ამ ერის საქმეს ხელი მოჰკიდეო; სასწავლებელი დაარსდეს და ამ სასწავლებელში მათთვის მოძღვარნი ქართულს ენაზე გამოიზარდნენო. შემდგომ ამისა პეტრე ხარისჭირაშვილი რომიდგან განემგზავრა მთელს ევროპიის კათოლიკეთა სახელმწიფოებში და პაპის მეოხებით ყოველ სახელმწიფოს უმაღლეს სასულიერო პირებთანაც თავისუფლად წარსდგებოდა და მოახსენებდა ქართველ კათოლიკეთა შესახებ ისტორიას“, –  დაწერა ზაქარია  ჭიჭინაძემ თავის წიგნში.

magti 5g