LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19-25 დეკემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

88

გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

ამ კვირაში თქვენი სექსდრაივი შენელდება, თუმცა ამ ფაქტორმა განწყობა არ გაგიფუჭოთ. გახსოვდეთ, ეს დროებითია. კვირის ბოლოს ყველაფერი აღდგება. თქვენს ურთიერთობაშო საკმარისი ჰარმონია და ბედნიერებაა, ეს  კვირა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ იმაში, რომ პირველ რიგში ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრები ხართ.

კურო

ამ კვირაში პარტნიორთან კომუნიკაციის პრობლემა გაჩნდება. თქვენს მეორე ნახევარს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს თამაშგარე მდგომარეობაშია. შესაძლოა მისი ეჭვი საფუძველსმოკლებული არც იყოს. დაბნეულობის გასარკვევად პირველ რიგში, დაელაპარაკეთ ამ გაურკვევლობაზე.

ტყუპები

ფინანსურ საკითხზე ისევ გაუგებრობა გაქვთ და კამათიც მოგიწევთ. ეს დაძაბულობა ნელ-ნელა იზრდება. თუ რომელიმე მხარე კარგად არ დაფიქრდება და კომპრომისზე არ წავა, შესაძლოა, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდეს. სასურველია კვირის ბოლოს ყველაფერი მოაგვაროთ.

კირჩხიბი

ამ კვირაში, პარტნიორთან გაუგებრობები გელით. ერთმანეთის აზრებს და შეხედულებებს სწორად ვერ იგებთ, რაც გამოიწვევს ურთიერთობაში დისკომფორტს. ოთხშაბათიდან სიტუაცია ნელ-ნელა გამოკეთდება.

ლომი

საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან სიყვარულით შეგხვდებიან. თუ მარტო არ ხართ, პარტნიორთან ერთად რამდენიმედღიანი შვებულება დაგეგმეთ. ასევე, ეს კვირა კარგია ერთმანეთში საჩუქრების გაცვლისთვის.

ქალწული

ეს კვირა მოულოდნელობებით სავსე იქნება. თქვენი ყოფილი შეყვარებული თავს ისევ შეგახსენებთ. ის კვლავ შეეცდება ურთიერთობის დაწყებას. თუ მის მიმართ რაიმე გასარკვევი დაგრჩათ, გამოიყენეთ ეს კვირა.

სასწორი

თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, ეს კვირა საოცრებების კვირა იქნება. კვირა დღე განსაკუთრებით გამორჩეული იქნება. ასევე, პარტნიორისგან სასიამოვნო საჩუქარს ელოდეთ.

მორიელი

კვირის დასაწყისი ცოტა დაძაბული იქნება, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ. მთავარია გაითვალისწინოთ, რომ ურთიერთობაში ყურადღებიანი უნდა იყოთ. არ დაგავიწყდეთ მნიშვნელოვანი თარიღები. იფიქრეთ მხოლოდ პოზიტიურ მხარეზე.

მშვილდოსანი

ამ კვირაში ყველაფერზე ისაუბრეთ, ფინანსების გარდა. ეს საკითხი უთანხმოების მიზეზი გახდება. შუა კვირიდან ურთიერთობა ძალიან სტაბილური და უკონფლიქტო გახდება.

თხის რქა

პარტნიორთან საკუთარი ემოციების, ზოგადად, საკუთარი თავის გამოხატვის პრობლემა შეგექმნებათ. მოეშვით, გათავისუფლდით სტრესისგან და ისე ისაუბრეთ თამამად.

მერწყული

რაღაცების კარგად გაკეთება გსურთ, მაგრამ მაინც არასწორად გამოგდით. ნუ აღელდებით, ამის გამო პარტნიორი არ გაგკიცხავთ.კვირის ბოლოს ყველაფერი გამოსწორდება.

თევზები

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პარტნიორი ცუდს არაფერს აკეთებს, თქვენ მაინც უკმაყოფილების განცდა გაქვთ. სასურველია, რამდენიმე დღე მარტო გაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უსაფუძვლო კონფლიქტს თავიდან ვერ აირიდებთ.

magti 5g