LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია  მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

164
unnamed

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია  მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესიებში წირვა-ლოცვა აღევლინება.  ფერიცვალების დღე თევზით ხსნილია.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს, რომლის შემდეგადაც ხილს აკურთხებს.

სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

ტაძარში მღვდელმსახურები წაიკითხავენ წმინდა სახარებიდან ადგილს, სადაც თაბორის მთაზე უფლის ფერისცვალებაზეა მოთხრობილი.

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული  12 უდიდესი დღესასწაულის რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

ამ დღეს მაცხოვრის სამმა მოწაფემ მაცხოვრის ღვთაებრივი დიდება და მარადიული ნათელი იხილეს, ასევე უფლის ხმა მოესმათ.ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს, წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები