LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 ივნისიდან „ექსპო ჯორჯია“ ლოგისტიკის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს

111
გამოფენა

19-20 ივნისს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, ტრანსპორტის და ლოგისტიკის პირველი საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება.

გამოფენა „ექსპო ჯორჯიისა“ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის SavvY თანაორგანიზებით ეწყობა და მიზნად საერთაშორისო მიწოდების ქსელებში საქართველოს პოზიციების გაძლიერებას ისახავს.

გამოფენა მოიცავს ლოგისტიკის სრულ ეკოსისტემას – სტუმრებს საგამოფენო სივრცეში სექტორის 50-ზე მეტი წამყვანი კომპანია დახვდებათ, რომლებიც საკუთარ მომსახურებებს, პროდუქტებს და ტექნოლოგიურ სიახლეებს წარადგენენ.

გამოფენის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ დაწვრილებით ისაუბრა საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია” დირექტორმა რესან ქიქავამ:

გამოფენის პარალელურად გაიმართება თემატური ფორუმიც, რომელზეც სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე: ლოგისტიკის სექტორის კვლევის შედეგების მიმოხილვა; საქართველო გლობალურ სატრანსპორტო რუკაზე – პოტენციალი, პარტნიორები და რეალობა; ინვესტიციების და დაფინანსების შესაძლებლობები სახელმწიფოს და საბანკო სექტორის მხრიდან; შუა დერეფნის სტრატეგიული პერსპექტივა – საზღვაო გადაზიდვები და პორტების განვითარება; სასაწყობე ინფრასტრუქტურა – ბარიერები და განვითარების შესაძლებლობები; საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვები საქართველოში – არსებული ვითარება, პრობლემები და განვითარების გეგმები; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გაციფრულება.

ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვონ იმ კომპანიებმა, რომლებიც პროდუქციის იმპორტით ან ექსპორტით არიან დაკავებულნი. საგამოფენო სივრცეში მათ ექნებათ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ ახალი პარტნიორები, სიახლეები და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g