LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 ივნისს 08:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალება

424
gza (3)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის  საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე,   ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც, 2023 წლის  19 ივნისს 08:00  სთ-დან 16:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

(R)