LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 მაისს პარლამენტში არ მოვიდა, ავადააო, 22-ში კოვიდიანი კატარში გაფრინდა – გოცირიძე დავითაშვილზე

152
რომან გოცირიძე და ლევან დავითაშვილი

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძე განცხადებით, ანაკლიის პორტის საკითხზე 19 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებული ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კორონავირუსის გამო, საკანონმდებლო ორგანოში არ გამოცხადდა.

გოცირიძის თქმით, იმის დასადასტურებლად, რომ ლევან დავითაშვილს ნამდვილად კორონავირუსი ჰქონდა, ის მინისტრის კოვიდტესტირების შედეგებს გამოითხოვს:

„19 მაისს ეკონომიკის მინისტრი უნდა გამოცხადებულიყო პარლამენტში ანაკლიის საკითხებზე. არ მოვიდა და საკითხის განხილვა გადაიდო ოთხი თვით, 29 სექტემბრისათვის, რადგან საზაფხულოდ პარლამენტი მუშაობას წყვეტს და რეგლამენტით ე.წ. ინტერპელაციის წესით პირის დაბარება არ ხდება ივნისისა და დეკემბრის თვეში.

პარლამენტის ხელმძღვანელობამ გვაცნობა, რომ მინისტრი ავადაა. პარლამენტის აპარატში გვითხრეს, რომ მან წარმოადგინა ცნობა იმის შესახებ, რომ აქვს „კორონავირუსის ნიშნები“. ჰო და, 19-ში კორონავირუსნიშნიანი 22-ში გაფრინდა კატარში პრემიერ-მინისტრთან ერთად.

გაირკვევა ყველაფერი, ჩვენს მიერ გამოთხოვილი იქნება ტესტირების შედეგები. შეიძლება, მართლაც ისე იყო, როგორც ამბობენ, მაგრამ ხელისუფლებას არ აწყობდა ამ ვითარებაში ანაკლიის შესახებ საუბარი, განსაკუთრებით სავარაუდო ინვესტორების შესახებ, რადგან ეჭვი გვაქვს, რომ იქ არ იქნებიან დასავლური კომპანიები. გავიხსენოთ ივანიშვილის ცნობილი გამონათქვამი, „ამერიკელებს შავ ზღვაში რა უნდათ?!“

მინისტრი რომ არ მოვიდა და ის საეჭვო ცნობა მაჩვენეს (მე ვიყავი მომხსენებელი პარლამენტში), დავიჯერე, არც კი ჩამიხედავს. ახლა უფრო ღრმად შევისწავლი იმ ქაღალდს“. – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ფორტუნა“ ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g