ესპანეთის ქალაქ კარტაიაში (ანდალუსია, უელვას მხარე), საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფში პირველი შეხვედრა ინგლისელ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ინგლისელები წინ უკვე მე-8 წუთზე გავიდნენ, ორ წუთში კი სხვაობა ორამდე გაზარდეს. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ჩვენი გუნდის კაპიტანმა გიორგი გოშთელიანმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლო, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველო: გოშაძე, ჩაჩუა, ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (სამურკასოვი 75), ბერიძე (ბიძინაშვილი 59), გოშთელიანი, მიქელთაძე, არაბიძე (არდაზიშვილი 59), კომახიძ
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილება: გოშთელიანი (28), ლოჩოშვილი (65), კომახიძე (68), მიქელთაძე (79), ჩაჩუა (85), მამუჩაშვილი (90)
მომდევნო შეხვედრას გიორგი ყიფიანის გუნდი 26 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა კი, სადაც ერთმანეთს მასპინძელი ესპანეთი და საბერძნეთი დაუპირისპირდნენ, ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:0.