სოციალურ ქსელში ნანული ცხვედიანი ავრცელებს საინტერესო ამონარიდს 110 წლის წინანდელი გაზეთიდან, სადაც წერია, რომ ქუტაისელები სიამოვნებით მიირთმევენ კორონას კეფირს.
„110 წლის წინ ქუთაისელები გემრიელად მიირთმევდნენ რძის პროდუქტს, რომელსაც, არც მეტი – არც ნაკლები, “კორონას კეფირი” ერქვა.))) დიახ, კ ო რ ო ნ ა ს….
თუ არ გჯერათ, მოიძიეთ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის პერიოდიკის განყოფილების ფონდში დაცული ყოველკვირეული გაზეთ “ფონის” 1910 წლის იანვრის ნომრები, სადაც რამდენჯერმე შეხვდებით “კ ო რ ო ნ ა ს კ ე ფ ი რ ი ს” რეკლამას. ტექსტი ისეთი ცინცხალი ენითაა დაწერილი და ისე დამაჯერებლად უხსნის მკითხველს კეფირის სარგებლიანობას, რომ მარკეტინგისა და პროდუქციის “შეფუთვის” თანამედროვე ოსტატების დაწერილი გეგონება.
ასე რომ, ჩემო ბატონო, “როცხა ვინცხა” იმას დაწერს, – კორონას შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაიჟღერა ცნობამ რუსულ და კიდევ “რომელიცხა” საზღვარგარეთულ მედიაშიო, “იქანა არ დეივიწყოთ, სიმონ,” ქუთაისური პრესის მედიაინსტინქტები მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1910 წელს! )))“