გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 4 119-მა ადამიანმა დაამარცხა.
კოვიდინფექციამ კიდევ 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა 25 730-ია.