LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ცნობილი ავიაკომპანია, რომელიც პანდემიამდე ჩვენს ქვეყანაში არ დაფრინავდა, უკვე საქართველოშია

68
flights

საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის, აღდგენილია მიმართულებების 53%-ი. ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც კოვიდ-19-მდე დაფრინავდნენ საქართველოში 58%-ით დაუბრუნდნენ ჩვენი ქვეყნის საავიაციო სივრცეს. ასევე აღდგენილია პანდემიამდე არსებული სიხშირეების 57%-ი.

“სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა Eurowings და Oman Air – ავიაკომპანიები, რომლებიც კორონავირუსამდე არ დაფრინავდნენ საქართველოში. აღნიშნული შედეგები, ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ავიაციის და ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალს, მათ შორის კოვიდ-19-ის ფარგლებშიც“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები