LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა მხარემ მოლაპარაკებები Skyscanner-თან, lufthansa Airline-თან, ომანის აეროპორტთან, Easy jet-თან და Eurowings-თან გამართა

105
274657856-4995987697135807-4045154196900744587-n

ფინეთის ქალაქ ტამპერეში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი CONNECT2022 იმართება. რიგით მე-18 ფორუმში 50-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 200-ზე მეტი აეროპორტის 500-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

საქართველოს ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოადგენენ, სადაც მათ ერთობლივი სტენდი აქვთ სხვადასხვა საპრომოციო მასალებით, საქართველოსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ გადაღებული ვიდეომასალით.

საქართველოს დელეგაციას ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე ხელმძღვანელობს. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში, აეროპორტების გაერთიანებას სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან 30-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩანიშნული. ფორუმის პირველ დღეს შეხვედრები გაიმართა Skyscanner-თან, lufthansa Airline-თან, ომანის აეროპორტთან, Easy jet-თან და Eurowings-თან.

ცნობისთვის, CONNECT – მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. #Connect2018 საავიაციო ფორუმი თბილისში ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები