LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2-დან 8 მაისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდით ინფიცირების 745 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი

147
კოვიდი

2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 745 შემთხვევა გამოვლინდა.

ერთი კვირის შეჯამებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

2-8 მაისის პერიოდში, გამოჯანმრთელდა 984 პაციენტი.

ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდმა კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამავე პერიოდში სულ ჩატარდა 112 564 ტესტი – 101 045 ანტიგენ ტესტი; 11 519 პჯრ ტესტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.66%.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g