LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 მილიონიანი ინვესტიცია და 100 პაციენტზე გათვლილი სამედიცინო კორპუსი ხონში

114

ხონში, სოფელ ქუტირში არსებულ აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“ ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, 100 პაციენტზე გათვლილი სამედიცინო კორპუსი შეემატა.

აღსანიშნავია, რომ ახალი 2400 კვ.მ. შენობა-ნაგებობა სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, ხოლო ბენეფიციარების უსაფრთხოების მიზნით პერიმეტრზე განხორციელდება ვიდეო კონტროლი. სამედიცინო დაწესებულების ბენეფიციარები პალატაში დამონტაჟებული აუდიოგახმოვანების სისტემით ისარგებლებენ, ხოლო მათი კოგნიტური უნარების შესანარჩუნებლად სტაციონარის ოთხივე განყოფილებაში მოეწყო ევროპული ტიპის სამზარეულო.

შეგახსენებთ, შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე წლის წინ საინვესტიციო პირობებით გაასხვისა, რომლის მიხედვითაც, მყიდველი ვალდებულია ტერიტორიაზე მოაწყოს 700 საწოლზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება, რისთვისაც ჯამში 6 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g