LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 წელში, საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს 96%-ით გაიზარდა

265
publika.ge-300-14-302-publika.ge-300-234099218

ბოლო 2 წელში, საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს 96%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობითვე, 2022 წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი.

როგორც PMCG-ში ამბობენ, 2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 16.7%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება მაღალანაზღაურებად კადრებს, 2021 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 42%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 96%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.4% შეადგენდა.

შეგახსენებთ, ინფორმაციას PMCG ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები