LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2 წლამდე ბავშვისთვის კომპიუტერი და ტელევიზორი დამღუპველია“ – თამარ გაგოშიძე 

5887

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ბავშვთა განვითარების თავისებურებებზე საუბრობდა. დღეს  „ნიკორა ტრეიდის“ ოფიციალურ გვერდზე ლექციის ის ნაწილი ვრცელდება, სადაც თამარ გაგოშიძე კომპიუტერის მავნე მხარეებზე საუბრობს:

„როგორ უნდა შევუწყოთ ხელი 2-3 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარებას, როცა კომპიუტერები და ტელევიზორები ამაში ძალიან გვიშლიან ხელს. ბევრი თვლის, რომ მე ვარ მტერი კომპიუტერული ტექნიკის. ეს ასე არაა. პირიქით, ჩვენ ხშირად ვნერგავთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს რეაბილიტაციის პროცესში, ადამიანების დასახმარებლად. მაგრამ კომპიუტერი 2 წლამდე ასაკში  დამღუპველია. რატომ არ უნდა ჰქონდეს ბავშვს წვდომა 2 წლამდე კომპიუტერთან და ტელევიზორთან. სენსიტიურ პერიოდზე საუბრისას ჩვენ ავღნიშნეთ, რომ გადაცემების უმეტესობა არ არის ქართულ ენაზე. თქვენ ვერ წარმოიდგეთ, რა რაოდენობის ბავშვი მოდის ჩვენთან 2 წლის ასაკში, ვითომ ინგლისურად და რუსულად მოლაპარაკე, ამ დროს ქართულად ვერ ლაპარაკობს, საუბრობს რაღაც გაუგებარ რუსულ-ინგლისურ ენაზე. იცის ფერები, ფორმები, რასაც უყურებს საბავშვო არხებზე. ამ დროს სულაც არ ევალება 2 წლის ბავშვს ფერის დასახელება იცოდეს, არც ერთ ენაზე. როდესაც ტვინის და საფეთქლის უბნები, რომლებიც პასუხს აგებენ მეტყველებაზე, ძალიაან ქტიურად ვითარდება, ამ დროს ამ უბნებს თავისი სტიმული სჭირდება. ენის გამაღიზიანებელი, კარგი მნიშვნელობით სიტყვაა და სიტყვა მხოლოდ ცოცხალი. ძალიან ბევრი ექსპერიმენტია ჩატარებული, მშობლის ლაპარაკი შეადარეს კომპიუტერიდან აღებულ საუბარს. აღმოჩნდა, რომ მშობლისა და ძიძის ცოცხალი საუბარი ბევრად მეტ სტიმულს აძლევს ბავშვის მეტყველების განვითარებას.

გარდა  ამისა, მნიშვნელოვანია მოძრაობა, რატომ არის დიაბეტი ძალიან გავრცელებული პატარა ბავშვებში, იმიტომ რომ ისინი არ მოძრაობენ, არ გადიან ჰაერზე. კომპიუტერზე მიჯაჭვულობამ შესაძლოა შექმნას ძალიან სერიოზული პრობლემები მოტორულ განვითარებაში. როცა ბავშვს დამლაპარაკებელი არავინ ჰყავს, მშობელი დაღლილი მიდის სამსახურიდან და უამრავი სხვა საქმე აქვს და დედას უხარია, რომ ბავშვი თავისთვის ზის და რაღაცას აკეთებს. ეს გავრცელებული აზრია, რომ კომპიუტერი ანვითარებს ბავშვს 7 წლისას, 2 წლისას კი არა. აზროვნება ვითარდება გარემოსთან უშუალო ურთიერთობით. ერთ პატარა ბავშვს სათამაშო ფისო დავანახე, მე ოთახის ბოლოს ვიდექი და იცით რა ქნა? თითით გადიდების იმიტაცია შექმნა, ის რასაც ეკრანზე შვრება და ეს არაა ნორმალური.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g