LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვები უცხო ენაზე უკეთ ლაპარაკობენ, ვიდრე მშობლიურზე” – ბავშვთა ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე განმარტავს, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ გაჯეტებზე დამოკიდებული ბავშვები

596
შალვა ლომიძე (1)

ბავშვთა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ „იმედის“ ეთერში ბავშვთა განვითარების პროცესში გაჯეტების როლსა და მის შედეგებზე ისაუბრა.

როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, გაჯეტებზე დამოკიდებული ბავშვები უცხო ენაზე უკეთ ლაპარაკობენ, ვიდრე მშობლიურზე, რაც ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს.

„6 თვიდან არიან ბავშვები გაჯეტებზე მიჯაჭვულები, შესაბამისად ისინი იწყებენ ლაპარაკს მკვდარ ენაზე, ასე ვეძახი. ჩვენთან მოდიან ბავშვები თავის ენაზე რომ ვერ ლაპარაკობენ და უცხო ენაზე უკეთესად საუბრობენ. აქამდე ჩვენ გვეგონა, რომ ეს არის მხოლოდ სპექტრის შემთხვევაში, აუტიზმის სპექტრს აქვს ასეთი ატიპური განვითარება, დღეს შეიძლება უმეტესობა ატიპური იყოს? არ შეიძლება. ესე იგი ეს არის ხელოვნურად გამოწვეული.

შედეგი რა გვაქვს? ეს ბავშვი თავის ენაზე ვერ ლაპარაკობს, არასრულფასოვანია ლინგვისტური კონსტრუქციები აქვს. ეს იწვევს დასწავლის პრობლემებს, გაგების პრობლემებს, კომუნიკაციის პრობლემებს და აშ.“, – ამბობს ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები