ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე „სალომე კასრაძის პოდკასტში“ საზოგადოების ნაწილში არსებულ ფასეულობებსა და სტერეოტიპებზე საუბრობს.
ფსიქოლოგი კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს და ყურადღებას ამახვილებს იმ უარყოფით გავლენაზე, რამაც შესაძლოა ბავშვის ფსიქიკას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს:
„რა არის ფასეულობა ჩვენს საზოგადოებაში? – მატერია. სტატუსი რას ნიშნავს? – გაცვია ბრენდი, გიჭირავს ბრენდი. ბავშვი უყურებს სხვებს, ცხადია ბავშვის რეაქცია ყოველთვის ასეა, მაგრამ აქ მთავარია მშობელი რას ეუბნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მშობელმა შეიძლება ისიც კი არ უთხრას, რომ ჩვენ ახლა ამის ფული არ გვაქვს. რომ გვაქვს, მაგრამ მაინც არ ვყიდულობ? გვაქვს ფული, მაგრამ არ გიყიდი და იცი რატომ? იმიტომ, რომ ეს არ განსაზღვრავს შენ პიროვნებას. არ აქვს მნიშვნელობა ხელში როგორი ტელეფონი გეჭირება, ეს უნდა უთხრას ბავშვს ავტორიტეტმა მშობელმა და არ ეუბნება, „არ დამეჩაგროს შვილი“ ეს არის ჩვენი მთავარი ფორმულა, „სტრესში არ ჩავარდეს“ და „ტრავმა არ მიიღოს“ – ამისგან ტრავმას არ იღებენ, ჩვენს საზოგადოებაში არასწორად ვიყენებთ სიტყვებს ტრავმა და სტრესი და რაც აყენებს ბავშვს ტრავმას, იმას უხვად გავცემთ.
როცა მშობლისთვის ბრენდი არ არის მნიშვნელოვანი და რაც უფრო დიდი სტატუსი გაქვს, უფრო არ არის მნიშვნელოვანი, ეს იცით როგორ მოქმედებს ბავშვზე? აი აქ იწყება მისი ასერტიულობა – „დედაჩემიც ასეა, მამაჩემიც ასეა, ჩვენ სახლში ასეა“ და მე ვეუბნები ჩემს შვილს, რომ მე არ მაინტერესებს შენი მეგობრის დედა და მამა რას ფიქრობენ, ჩვენ სახლში ასეა, ხომ მოგწონს ჩვენი სახლი და ხომ მოგწონს ჩვენი ურთიერთობები? – ჩვენ ასეთები ვართ… ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სხვებს აქვთ სხვანაირი შეხედულებები, შენ უნდა სხვისი შეხედულებებით იცხოვრო? სხვა რასაც ჩაგძახებს იმით უნდა იხელმძღვანელო? შენი აზრი არ უნდა გაგაჩნდეს? – ეს სულ ბავშვობიდან ხდება…“ – ამბობს ფსიქოლოგი.
@salomekasradzepodcast 🎬 დააკომენტარე „გაგოშიძე“ და მე პირადად გამოგიგზავნი თამარ გაგოშიძის სრულ ეპიზოდს
♬ original sound – სალომე კასრაძის პოდკასტი
