LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 000 კგ კარტოფილი რუსეთში გააბრუნეს – შემოსავლების სამსახური

244
კარტოფილი

20 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“საბაჟო გამშვებ პუნქტში “ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები