LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 და 21 ივნისს ფილარმონიაში  ანსამბლ „ქართული ხმების” კონცერტები გაიმართება

120
ქართული ხმები

ათ წელზე მეტი გავიდა „ქართული ხმების“ ბოლო სოლოკონცერტიდან,  ანსამბლი ბრუნდება ახალი რეპერტუარით და „კარგად დავიწყებული ძველით“, ამ დაბრუნებას თითოეული წევრი  თავის დიდ სულიერ წინაპარს უძღვნის, რომელმაც 90-იანი წლების ნაცრისფერ თბილისში მათ, პატარა ბიჭებს, ქართული სიმღერა შეასწავლა და შეაყვარა.  წარმოდგენილი კონცერტებით ისინი სცენიდან გაუგზავნიან მადლობას მათთვის ასე ძვირფასს სახელებს –  გოგის, „ბარდღას“, „თავგასას“, ზაურიკა ბიძიას, ბატონ გიას, დიდ „ქევხოს“, დიდ ანზორს – დიდ ბიჭებს.
 

საღამოს მუსიკალური კონცეფციის ნაწილია სიმღერები, რომელსაც დიდი არტისტები ვირტუოზულად ასრულებდნენ. სიმღერები ახალი ვერსიების სახით გაიჟღერებს, ფილარმონიის სცენაზე, სადაც ანსამბლი კიდევ ერთხელ გააცოცხლებს  ჩვენთვის უსაყვარლესი ქართველი კომპოზიტორების მუსიკას.
 

საკონცერტო პროგრამა წარმოდგენილი იქნება  ბენდთან ერთად, რომელსაც კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი უხელმძღვანელებს! 

ბენდი:  ლევან დეისაძე (ბას გიტარა) ზაზა ცერცვაძე (დრამი) გიგი ცინცაძე (გიტარა) პაატა ანდრიაძე და ირაკლი მენთეშაშვილი (კლავიში) დიტო საკანდელიძე (პერკუსია) ლელა მჭედლიძე (ვიოლინო)

რეჟისორი – გვანცა მეფარიშვილი

მხატვარი – ვანო ჭელიძე
 კონცერტის ორგანიზატორი: კომპანია “Narrative Art Platform”

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მედიაპარტნიორები: ტელეკომპანია “იმედი” და რადიოები  “ფორტუნა” და “არ დაიდარდო”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g