LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ: ნიკა მელია

128
ნიკა მელია nika melia

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამნისტიის კანონს და იმ ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე, შესაძლოა, ამნისტია სამართალდამცველებსაც შეეხოს.

მელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ  ეს დაუშვებელია:

“20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ!” – აღნიშნულია ფეისბუქმიმართვაში. 

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზე. საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებზე, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება.

როგორც მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, 20 ივნისზე ამნისტია სამართალდამცავებსაც შეეხება.

ამის შემდეგ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

საია-ში ამბობენ, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები