LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის ფიგურანტების მიმართ ყველანაირი დევნის შეწყვეტა უნდა მოხდეს: ლევან იოსელიანი

36
ლევან იოსელიანი

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერისა და დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, 20 ივნისის ფიგურანტების მიმართ ყველანაირი დევნის შეწყვეტა უნდა მოხდეს და ეს მისი აზრით, სწორი იქნება. ამასთანავე, დეპუტატის თქმით, ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დიალოგი გაგრძელდეს და შეთანხმება შედგეს. როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მოლოდინია, რომ სასამართლო და ხელისუფლება ნიკა მელიასთან მიმართებითაც სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“მაქვს ერთი მოლოდინი, რომ თუ  სასამართლო ნაბიჯს გადადგამს და ნაბიჯს გადადგამს მმართველი პარტიაც, ხელისუფლებაც, რომ 20 ივნისის საქმეები უნდა შეწყდეს, დასრულდეს, ეს იქნება სწორი. თუ ჩვენ სადღაც ვერ მოვნახავთ სივრცეს, რომ პოზიციები დავაახლოოთ და ეს ყველაზე მარტივი 20 ივნისის საქმეებზეა, რადგან ის, რაც კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში ეწერა, რომ საყოველთაო ამნისტია უნდა იყოს და 20 ივნისის ფიგურანტების მიმართ ყველანაირი დევნის შეწყვეტა მოხდეს, ეს არის სწორი. ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დიალოგი გაგრძელდეს და შეთანხმება შედგეს. ამიტომ ველოდები, რომ ნიკა მელიას მიმართაც შეთანხმება, ამ სულისკვეთებითა და ამ კონტექსტით იქნება მიღწეული,” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დანიელსონის დოკუმენტი არა “კოჭლი” არამედ “ორ ფეხზე მდგომი” და გამართულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები