ისრაელის, თურქეთისა და გერმანიის კლინიკებში აქციაზე დაშავებული 9 მოქალაქე იმკურნალებს. მათგან 6 საზღვარგარეთ უკვე გაემგზავრა, 3 კი დღეს მიფრინავს. აქედან 2 ისრაელში, 1 კი თურქეთში გაივლის რეაბილიტაციას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის 2 პოლიციელია.
ოფიციალური ინფორმაციით, 20 ივნისის ღამეს სულ 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 80 პოლიციელი და 33 ჟურნალისტია. ორმა მოქალაქემ კი თვალი დაკარგა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება მაკო გომურისა და გიორგი სულაშვილის ერთობლივი ფოტო
დღის ფოტო - მაკო გომური და გიორგი სულაშვილი გერმანიაში ერთად მკურნალობენ
შეგახსენებთ, უკვე ორი კვირაა საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციები იმართება. დღეს კი აქცია-კონცერტია დაგეგმილი. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა.