კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა 736,000-ს სცდება.
ინფიცირებათა რაოდენობით ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია. ქვეყანაში 5 მილიონზე მეტია დაინფიცირებული. 3 მილიონი დაავადებულია ბრაზილიაში.
ინდოეთში ბოლო 24 საათში 52 ათასი პირი დაინფიცირდა და 900-მდე გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელების დინამიკა იზრდება ევროპის ქვეყნებშიც. საფრანგეთში, ბოლო კვირების განმავლობაში, ყოველდღიურად, საშუალოდ ვირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ივნისის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში.