LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის ექსკლუზიური ფერადი ფოტოები

2201
Untitled design

ძველი საარქივო ფოტოები როგორც წესი შავ-თეთრია, არადა საინტერესო იქნებოდა ჩვენი უახლესი ისტორიის ფერადად ნახვა.

მართალია პირველი ფოტო ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუაწელს გაკეთდა, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში არათუ ფერადი, შავ-თეთრი ფოტოებიც დიდ ფუფუნებად მიიჩნეოდა.

ასეა თუ ისე, არქივში 100 წლის წინანდელი ბევრი შავ-თეთრი ფოტოა შემონახული. არსებობს სერვისი, რომელიც ძველი ფოტოსურათების რესტავრაციას ახერხებს.

სწორედ ასეთი პროგრამის მიხედვით „შეფერადებულ“ ფოტოებს გთავაზობთ.

 

მექვაბეები. ფოტო გადაღებულია ბოტანიკური ბაღის ასასვლელთან, დაახლოებით 1890-1990 წლები

 

დიდუბის ეკლესია, 1920 წლის ფოტო

 

წითელი ჯვრის წარმომადგენლები დაჭრილებს იღებენ ნავთლუღის სადგურთან, 1914 წლის ფოტოსურათი

 

საქართველოს სამხედრო გზა (მარცხნივ), მდინარე მტკვარი და გერმანული დასახლება ალეკანდერს-დორფი მოპირდაპირე ნაპირზე, 1899 წელი

 

სასტუმრო „ლონდონი“ და „გრანდ ოტელი“ (მარცხნივ). ქუჩის შუაშია კონკის გზა. 1902 წელი

 

სომეხი მამაკაცები ნარჩენების გატანისას, 1905 წელი

 

ტიფლისის აბანოს ქუჩა, 1897 წლის ფოტო

 

სუბ სარქისის ეკლესია, ხარფუხში, დაინგრა 1936 წელს, ახლა აქ საცხოვრებელი სახლია. დაახლოებით 1920 წლის ფოტოა

 

დიდუბის ქუჩა. ბოლოში მოჩანს დიდუბის ეკლესია. 1915 წლის ფოტო

 

ხილ-ბოსტნეულისა და თევზის ქუჩის ვაჭრობა ავლაბარში. 1895 წელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები