LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„20 წლით გაახალგაზრდავდა!“ – რა პროცედურები აქვს ჩატარებული დემი მურს მანამ, სანამ მსოფლიო ახალგაზრდული იერით შოკში ჩააგდო

105
page

63 წლის დემი მურმა საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა. ამჯერად მსახიობი, სხვა ცნობილ სტუმრებთან ერთად, „გუჩის“ ჩვენებას დაესწრო და დიდი ფურორიც გამოიწვია.

ღონისძიებაზე მური სრულად განსხვავებული იმიჯით წარდგა. წლების განმავლობაში მისი გრძელი, მბზინავი თმა მისი სავიზიტო ბარათი იყო, თუმცა ამჯერად ვარსკვლავმა ტალღოვანი „ბობ-ვარცხნილობა“ აირჩია.

სოციალურ ქსელებში კომენტარები სწრაფად გავრცელდა. მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ახალმა ვარცხნილობამ მურს ვიზუალურად წლები „დააკლო“. უნდა აღინიშნოს მისი შეცვლილი სახის პროპორციები და წონაში რადიკალური კლება.

„შოკში ვარ! 20 წლით გაახალგაზრდავდა“, „ვინ არის ეს ჯადოქარი სპეციალისტი?“,
„ვერ ვიჯერებ, როგორი ტრანსფორმაციაა“, „ნუთუ ეს ქალი 63 წლისაა?!“
,„რა გამხდარია, ისევ ოზემპიკი?“ – არ წყდება კომენტარები.

მედიაში ასევე ვრცელდება იმ შესაძლო პროცედურების სიაც, რომლებიც 63 წლის მურს გასაახალგაზრდავებლად აქვს ჩატარებული:

ბოტოქსი, ცხვირის ფილერი, ტუჩის კორექცია, ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების კორექცია), ბიშექტომია (ლოყების ცხიმოვანი ზონის ამოღება), სახის ლიფტინგი. ყელის ზონის ლიფტინგი, სხეულის კოერექცია.

63 წლის დემი მური „სკიაპარელის“ ჩვენების წითელ ხალიჩაზე ლეოპარდის პრინტიანი „ლუქით“ ბრწყინავს

დემი მურმა 63 წლის იუბილე „შიშველი კაბით“ აღნიშნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები