200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენის ვადა დღეს იწურება.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, თებერვლის თვეში ვერ წარადგინეს განაცხადები, მათი წარდგენა შესაძლებელია 22 მარტის ჩათვლით.
მათივე ცნობით, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, მარტში აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას წინა თვეების განაცხადებს გამოიყენებს.