LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2000 ლარი კი ავირტყი, მაგრამ ღირდა: ისტორიული წაგების შემდეგ დაჯარიმებულები

470
fexburTi

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი ქართველებისთვის, შეიძლება ითქვას, ტრაგიკული ანგარიშით, 0:1 დასრულდა.

მარცხი არავის უნდოდა, მაგრამ ის, რაც ისტორიული წაგების შემდეგ მოხდა, იმანაც არანაკლებ დაგვწყვიტა გული.

მართალია, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გულშემატკივრები კომენდანტის საათის მიუხედავად არ დაჯარიმდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

12 ნოემბერს მატჩის შემდეგ “დინამოს” სტადიონზე მისული გულშემატკივრები 2 000 ლარით მაინც  დააჯარიმეს. გულისწყრომა კიდევ უფრო იმან გაამძაფრა, რომ ე.წ. ელიტარული ლოჟაში შეიკრიბნენ მინისტრები და კულტურის წარმომადგენლები.

„ფორტუნა“ შეეცადა შსს-ში გაერკვია, სულ რამდენი ადამიანი დაჯარიმდა “დინამოს” მიმდებარე ტერიტორიაზე თამაშის დასრულების შემდეგ. თუმცა ამ ეტაპზე სამინისტროს ზუსტი მონაცემი არ აქვს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივარი გიორგი ფილაური მაშინ დააჯარიმეს, როდესაც შინ ბრუნდებოდა.

„სახლში მივდიოდი და გზაში გამაჩერეს. გულშემატკივრებისთვის ის მაინც უნდა გაეკეთებინათ, რომ სახლამდე მაინც მივეშვით“, – ამბობს ფილაური.

ფილაურის დაჯარიმების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში ბევრმა გამოთქვა სურვილი, რომ ფული შეეგროვებინათ მისთვის და დაჭერისგან გადაერჩინათ. თუმცა, ეს ინიციატივა ჯერჯერობით ინიციატივად რჩება.

2000 ლარით დაჯარიმდა ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილიც.

„ამ წამს შემოვედი სახლში, 2000 ლარი კი ავირტყი, მაგრამ ღირდა ? ეგ არაფერი ჩემ გულში მოვიგეთ“, – დაწერა სოციალურ ქსელში მერსიმ.

შეგახსენებთ, 12 ნოემბერს საქართველომ დაკარგა ისტორიული შანსი გასულიყო ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველო წაგებულია: ნამდვილი ევროპა ისევ მიუღწეველია – ევროპის ჩემპიონატი ოცნებად დარჩა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g