LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო წაგებულია: ნამდვილი ევროპა ისევ მიუღწეველია – ევროპის ჩემპიონატი ოცნებად დარჩა

269
125338931-644975502845732-8407336384338871986-n

ოცნება ოცნებად რჩება: საქართველოს ნაკრებმა წააგო საუკუნის, ეპოქის, ცხოვრების მატჩი და გაუშვა დიდებული შანსი გასულიყო დიდ საფეხბურთო ფორუმზე.

ურთულესია ცხელ გულზე დაწერო მატჩზე, რომელიც უბრალოდ არ გამოუვიდა ჩვენ გუნდს (ან რაღა აზრი აქვს თამაშის პერიპეტიების აღწერას) და მატჩზე, როდესაც მეტოქემ გაჯობა. ნერვების ომი წაგებულია. მაკედონია უფრო მეტად მომზადებული აღმოჩნდა გადამწყვეტი ომისთვის და ვაღიაროთ დამსახურებულად გაიმარჯვა.

მეორე ტაიმი აშკარად სტუმართა მხარეს იყო. გოლის შემდეგ მეტოქეს კიდევ უფრო მეტად გაეხსნა ხელ-ფეხი, ჩვენებმა კი ნერვიულობას უმატეს და უფრო ქაოსურ შეტევებს მიეძალნენ. თუმცა შეტევა ძალიან პირობითი ნათქვამია. ერთი ხეირიანი შეტევა, კომბინაცია, დარტყმა, მომენტი ვერ შევქმენით. ასე კი ფინალს ვერავინ მოიგებს.

შეფასება ალბათ ცივ გონებაზე უფრო უპრიანი იქნება, მაგრამ ან ეს დაგვიანებული შეცვლები რაღა იყო, რა ტაქტიკას და ჩანაფიქრს მიმართა ვაისმა ესეც კითხვებს ბადებს და პასუხიც შესაძლოა მოვისმინოთ, მაგრამ აღარაფერი აღარ ეშველება იმას, რომ შანსი გაშვებულია, იმას, რომ საქართველო წაგებულია.

ევროპის ჩემპიონატი უჩვენოდ ჩაივლის. საქართველო ისევ შორიდან უყურებს და ისევ იოცნებებს გახდეს ნამდვილი ევროპის ნამდვილი ნაწილი.

აქამდე კი დიდი გზა და ბრძოლააა გასავლელი.

 

 

საქართველო – ჩრდილეოთ მაკედონია 0:1
12.11.2020. თბილისი. „დინამო-არენა“. უმაყურებლოდ.
გოლი: 0:1 პანდევი (56, ნესტოროვსკის პასით)

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კვერკველია, კაშია (88. ხოჭოლავა), დვალი (90+1. დავითაშვილი) – კვეკვესკირი, კანკავა – ყაზაიშვილი (90+1. ხოჭოლავა), გვილია (80. პაპუნაშვილი), ოქრიაშვილი – კაჭარავა (80. ლობჯანიძე)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ჩრდილეოთ მაკედონია: დიმიტრიევსკი – ბეიტულაი, მუსლიუ, დ.ველკოვსკი – რისტოვსკი, ადემი (67. სპიროვსკი), ელმასი, ნიკოლოვი, ალიოსკი – ნესტოროვსკი (88. ტრიჩკოვსკი), პანდევი
მთავარი მწვრთნელი:

მთავარი არბიტრი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)
გაფრთხილებები: ნიკოლოვი (62), ოქრიაშვილი (78), ბეიტულაი (82)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები