LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიამ კულტურის სამინისტრო 25 000 ლარით დააჯარიმა

110
Untitled design (1)

თბილისის მერიამ კულტურის სამინისტრო დააჯარიმა, ჯარიმის ოდენობა 25 000 ლარია.

ინფორმაცია „ფორტუნას“ თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

როგორც მერიაში განმარტავენ, კულტურის სამინისტროში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია სანებართვო დოკუმენტაციის გარე აწარმოებდა.

„კონკრეტული სამშენებლო კომპანია საქართველოს კულტურის სამინისტროში დაკვეთას ასრულებდა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აწარმოებდა.

როდესაც ფაქტი გამოვლინდა, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უწყება 25 000 ლარით დააჯარიმა, მათ მიეცათ დარღვევების გამოსწორების ვადა, რაც ზუსტად დადგენილ ვადებში იქნა შესრულებული.

ფაქტი ივლისში გამოვლინდა. ამის შემდეგ ნებართვა აიღეს, დარღვევები გამოასწორეს და შესაბამისი ნებართვის შემდეგ სამუშაოები გაგრძელდა“, – განუცხადეს „ფორტუნას“ თბილისის მერიაში.

პოპულალურები