LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2001 წლიანი ავტომობილი, ბინა, ნაჩუქარი იარაღი და 18 ლარიანი ხელფასი მეუღლეს – ელისაშვილი: “მეამაყება რომ ყველაზე ღარიბი პოლიტიკოსი ვარ საქართველოში”

701
elisasgh

ალეკო ელისაშვილი საკუთარ ქონებრივ მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ემაყება ყველაზე ღარიბი პოლიტიკოსის სტატუსი.

“ძალიანაც მეამაყება რომ ყველაზე ღარიბი პოლიტიკოსი ვარ საქართველოში! 2024 წელს – ეს პარლამენტი რომ დაასრულებს მუშაობას მაშინაც გამადიდებელი შუშით შეამოწმეთ ჩემი ქონება და შემოსავლები და ისევ ისე იქნება ყველაფერი. ვინც რამე “მუთაქებში დამალულ” ქონებას აღმომიჩენს ფეშქაში იყოს ეგრევე ))))) რაც ძალი და ღონე მაქვს ჩემ საქართველოს ვემსახურები და ასე იქნება სანამ ცოცხალი ვარ!”, – წერს ელისაშვილი.

ალე­კო ელი­საშ­ვილს ჰყავს მე­უღ­ლე ირი­ნა კი­ლო­სა­ნი­ძე და ორი ვაჟი ერეკ­ლე და ალექ­სან­დრე.

მოქალაქეების ლიდერი ბოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, რომელიც მან 2022 წელს შეავსო, ფლობს ბინას და მსუბუქ ავტომობილს. ელისაშვილი 69.69 კვ.მ. ბი­ნა­ში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, რომლის 30%-იანი წილის მფლობელია, თა­ნა­მე­სა­კუთ­რე­ე­ბი კი არი­ან ირი­ნა კი­ლა­სო­ნი­ძე და მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი. ბინა ოჯახმა 2011 წელს 43 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

დეპუტატის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი, 2001 წლიანი Nissan X Terra, რომელიც 2015 წელს 5 ათას დოლარად იყიდა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბისას, ელისაშვილს თი­ბი­სი ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 1200 ლარი, მე­უღ­ლეს ირი­ნე კი­ლა­სო­ნი­ძეს თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 800 ლარი.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ელისაშვილმა პარლამენტის წევრობით 48671,93 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ კინოთეატრების გაერთიანებაში დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 18 ლარი აიღო ხელფასის სახით.

საჩუქარი, რომელიც ელისაშვილმა მიიღო მეუღლისგან, 2 600 ლარიანი ცეცხლსასროლი იარაღია – CZ 97 B.

ალექსანდრე ელისაშვილმა იპოთეკურ სესხზე წლის განმავლობაში 21 310 ლარი შეიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g