LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძვირადღირებული მაჯის საათები, სამკაულები და ფერწერული ტილოები“ – რა ქონებით მიდის გიორგი ამილახვარი პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში

597
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (11)

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 20 მარტს, განათლების მინისტრად პარლამენტიდან თანაგუნდელი – გიორგი ამილახვარი წარადგინა. მან აღნიშნულ პოზიციაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.

განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნული მინისტრის თქმით, ამ სფეროში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების მოსაგვარებლად, ის დღეიდანვე აქტიურ კომუნიკაციას დაიწყებს განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან და პროფესიული განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება.

„ჩვენ და მე პირადად დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან, ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ამ პრობლემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

თავად პრემიერმა წარდგენის დროს აღნიშნა, რომ გიორგი ამილახვარი ძალიან წარმატებული ადამიანია.

„მას აქვს ძალიან კარგი, ღირსეული განათლება მიღებული. იგი სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ გერმანიაში. მიჭირებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი. არის ასოცირებული პროცესორი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ გიორგის აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება, იგი გახლავთ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი. მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია“.

გიორგი ამილახვარი საქართველოს პარლამენტის წევრი 2020 წლის არჩევნებზე გახდა, იყო პარტიული სიის მე-12 ნომერი. მინისტრის პოსტზე წარდგენამდე, გიორგი ამილახვარი პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება პარლამენტამდე მის სამუშაო გამოცდილებას:

  • 2018 – 2019 იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
  • 2010 – 2020 თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში
  • 2008 – 2010 ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი
  • 2007 – 2008 სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი

გიორგი ამილახვარს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: სამართალმცოდნეობა. ერთ-ერთ ინტერვიუში ამილახვარი აღნიშნავს, რომ პროფესიის არჩევა, მეტწილად, მამის ფაქტორმა განაპირობა.

 

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის პერიოდში, საზოგადოებას კარგად ახსოვს, გიორგი ამილახვარის ბოდიში, რომლის მოხდა მას 2022 წლის ოქტომბრის თვეში, ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო მოუწია.

„ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ. ჩაუვარდა ბურთი. ალბათ, არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი. არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები შეიძლება იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს – არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის… ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხები სერიოზულად? [უსაფრთხოების ზომები] ცხადია, უნდა იყოს“, – თქვა დეპუტატმა მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ყველა დეტალი ცნობილი ამ უბედურ შემთხვევაზე.

მალევე ამილახვარმა ბოდიშის მოხდასთან ერთად განმარტა, რომ როცა განცხადებას აკეთებდა, არ იყო სრულად ინფორმირებული მომხდარის შესახებ.

„ბოდიში მინდა მოვიხადო და მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. არ აქვს იმის ახსნას აზრი, თუ რა კონტექსტით გავაკეთე ის განცხადება, რაც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არ მიფიქრია მთელი ცხოვრების განმავლობაში და ჩემთვისაც ამ კონტექსტში ის განცხადება, რაც გავაკეთე, არის სრულიად მიუღებელი. ახლა არ მგონია, ოჯახს იქით ვინმე ისე განიცდიდეს ამ ამბავს, ვიდრე მე“, – თქვა გიორგი ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარს ჰყავს მეუღლე, ნინო წერეთელი და ორი შვილი – ნიცა და ანა მია.

მეუღლე სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დოქ­ტო­რია და ლექ­ცი­ებს რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტში კითხულობს.

 

 

რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, გიორგი ამილახვარის ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენია თბილისში, კერძოდ სოფელ შინდისში მიწის ნაკვეთი, რომელიც მას 798 000 ლარი დაუჯდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 2 314 კვ. მეტრია.

ამილახვარს დედაქალაქში უფიქ­სირ­დე­ბა ერთი ბინა ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე, რო­მე­ლიც ჩუ­ქე­ბით მი­ი­ღო. მისი ფართი 132,79 კვ. მეტრია. ამა­ვე მი­სა­მარ­თზე აქვს არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, სარ­და­ფი და მან­სარ­და.

ასე­ვე, მის მეუღლეს  უფიქ­სირ­დე­ბა 196,91 კვ.მეტრი ფართობის ბინა ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 500 000 ლა­რად შე­იძი­ნა, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე აქვს 10 000 ლა­რად შე­ძე­ნი­ლი დამ­ხმა­რე ფარ­თი, ასე­ვე 15 000-ად შე­ძე­ნი­ლი ავ­ტო­ფა­რე­ხი.

გარდა ამისა, ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე, 5000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა დამ­ხმა­რე ფარ­თი.

ქონებრივ დეკალრაციას შთამბეჭდავს ხდის ძვირად ღირებული მაჯის საათების რაოდენობა. დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის განათლების კომიტეტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს 2022 წელს საათში 9700 ევრო გადაუხდია. წლების წინ, 2015 წელს 25 ათას ლარადაც შეუძენია საათი. აღსანიშნავია, რომ საათების ბრენდი დეკლარაციაში მითითებული არ არის.

თუმცა, როგორც ირკვევა, ძვირად ღირებული საათი აქვს შეძენილი მის მეუღლესაც, კერძოდ, 4 900 ევროდ, თუმცა არც ამ შემთხვევაში არ არის მითითებული საათების ბრენდი.

 

 

საათების გარდა, გიორგი ამილახვარის დეკლარაციაში მოხვდა ძვირად ღირებული ფერწერული ტილოებიც – 2 ცალ ნახატში ოჯახს 28 000 ლარი აქვს გადახდილი. ამავე დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2022 წელს გიორგი ამილახვარის მეუღლემ ოქროს ბეჭედში 3200 ევრო გადაიხადა.

რაც შეეხება ავტომანქანას, გიორგი ამილახვრმა „Mercedes GLE 450“- ში 2019 წელს 76 000 ევრო გადაიხადა.

შვილების სახელზე ამილახვარს „პროკრედიტ ბანკში“ ანაბარიც აქვს გახსნილი, ორივე შემნახველ ანგარიშზე ჯამში 50 000-ზე მეტი დოლარი ირიცხება.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ოჯახს სესხი და შესაბამისად, საბანკო ვალდებულებები არ აქვს.

 

 

გიორგი ამილახვარმა მეუღლე უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, პირველ კურსზე გაიცნო და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მალევე დაოჯახდა. თავად 51-ე სკოლა დაამთავრა. რაც შეეხება შვილებს, მიუხედავად მისი სურვილისა, შვილები სხვა სკოლაში დადიან, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ამილახვარი ამბობს, რომ ისინი საკმაოდ კარგად სწავლობენ და ორივე ხატვითაც არის გატაცებული.

ასევე, ცნობილია, რომ გიორგი ამილახვარის საყვარელი სპორტი კალათბურთია და მის გარეშე ცხოვრება ძალიან გაუჭირდა.

ამე­რი­კი­დან როცა ჩა­მო­ვე­დი, არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი – ან სწავ­ლა უნდა ამერ­ჩია, ან სპორ­ტს გავ­ყო­ლო­დი, და­ბო­ლოს, პირ­ვე­ლი ავირჩიე. პირ­ველ ეტაპ­ზე გა­მი­ჭირ­და კა­ლათ­ბურ­თის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვთვლი, რომ კარ­გად მო­ვი­ქე­ცი. უმაღლესისთვის მომ­ზა­დებას დიდი დრო მიჰ­ქონ­და და აღარ გა­მო­დი­ო­და.. ბა­ნა­ლუ­რი ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ ჩემი საყ­ვა­რე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი მა­ინც მა­იკლ ჯორ­და­ნია. ჩემი აზ­რით, ეს ადა­მი­ა­ნი არა მარ­ტო მა­ღა­ლი კლა­სის კა­ლათ­ბურ­თე­ლია, არა­მედ, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, ბიზნესმენი და ქველ­მოქ­მე­დი, მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნი და ჩემ­პი­ო­ნია ცხოვ­რე­ბა­შიც. ჩვე­ნი თა­ო­ბა მისი გუნ­დის – „ჩი­კა­გო ბულ­ზის“ თა­მა­შებ­ზე გა­ვი­ზარ­დეთ და, შე­სა­ბა­მი­სად, მისი აქ­ტი­უ­რი ქო­მა­გი ვი­ყა­ვი“. – ამბობს გიორგი ამილახვარი 2022 წელს ambebi.ge – სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუში, გიორგი ამილახვარი აღნიშნავს, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს უნდა ჰქონ­დეს ევ­როატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცე და უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა ის გზა, სა­ი­თაც მივ­დი­ვართ“

პოპულალურები